"ჭეშმარიტად ქველმოქმედნია ისინი, ვინც მოყვასის გადასარჩენად აბარებენ საკუთარ სისხლს. გაჭირვებულისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც მადლია ღვთის წინაშე; მითუმეტეს, დასაფასებელია ღვაწლი მათი, ვინც სისხლის გაღებით სიცოცხლეს შეუნარჩუნებს განსაცდელში მყოფთ.
ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი ამ მადლის მოქმედი".
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II
ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ სისხლის კომპონენტები!
სისხლის გაცემა შეუძლია ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს 20 დან 60 წლამდე.
დონორს უფასოდ ჩაუტარდება გამოკვლევები: სისხლის ჯგუფი და რეზუსი; შიდსი; სიფილისი; B და C ჰეპატიტები; საერთო ცილა; ჰემოგლობინი.
ნუ ვიქნებით გულგრილნი, დავეხმაროთ ბავშვებს
თქვენს მიერ ერთხელ ჩაბარებული სისხლით შეგიძლიათ გადაარჩინოთ სამი ბავშვის სიცოცხლე !
ს ი ა ხ ლ ე !
სისხლის ბანკში გაიხსნა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე ლაბორატორია
თქვენ მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ჩვენთან მინიმალური ფასი და მაქსიმალური ხარისხია. ვრცლად >>>
ყოველ წუთს სადმე ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ არ აღმოაჩნდათ სისხლი!